კურტ ვოლკერი - საქართველოს ახლა არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ევროინტეგრაციის პროცესის მიღმა დარჩეს - Palitra News

კურტ ვოლკერი - საქართველოს ახლა არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ევროინტეგრაციის პროცესის მიღმა დარჩეს

2022-06-13 18:06:28+04:00

აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატო-ში და აშშ-ის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის მოლაპარაკებების საკითხებში კურტ ვოლკერი მიიჩნევს, რომ საქართველოს ახლა არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ევროინტეგრაციის პროცესის მიღმა დარჩეს. მისივე თქმით, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირის მიღმა დატოვება ევროპის შეცდომა იყო. რა შანსები აქვთ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას გახდნენ ევროკავშირის წევრები უახლოეს მომავალში და რა ელის საქართველოს იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსს ვერ მიიღებს - ამ და სხვა თემებთან დაკავშირებით კურტ ვოლკერმა ტელეკომპანია Palitraniews-ის ჯურნალისტ ბექა ბერიაშვილთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.