კახა კალაძე - თუ კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემენ, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ გზას ევროინტეგრაციისთვის, იმისთვის, რომ მოვხვდეთ დიდ ოჯახში, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია, თუმცა მგონია, რომ გადაწყვეტილება იქნება დადებითი - Palitra News

კახა კალაძე - თუ კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემენ, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ გზას ევროინტეგრაციისთვის, იმისთვის, რომ მოვხვდეთ დიდ ოჯახში, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია, თუმცა მგონია, რომ გადაწყვეტილება იქნება დადებითი

2022-06-13 14:37:56+04:00

თუ გადაწყვეტილება იქნება იმასთან დაკავშირებით, რომ სტატუსს არ მოგვცემენ, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ გზას ევროინტეგრაციისთვის, იმისთვის, რომ მოვხვდეთ დიდ ოჯახში, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია, თუმცა მგონია, რომ გადაწყვეტილება იქნება დადებითი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი ევროკავშირის სტატუსის მიღების პროცესში ოპონენტებისგან „კარგს არაფერს“ ელის.

ამასთან, როგორც კალაძემ აღნიშნა, როდესაც ისმის შეურაცხმყოფელი განცხადებები და ხდება შეურაცხმყოფელი რეზოლუციის მიღება, რომელიც პირდაპირი შეურაცხყოფაა ქართველი ხალხის, "რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამას ყოველთვის შესაბამისი პასუხები მოჰყვება".