"ბიზნეს პალიტრა" - როგორ ხვდება აჭარა ტურისტულ სეზონს? - Palitra News

"ბიზნეს პალიტრა" - როგორ ხვდება აჭარა ტურისტულ სეზონს?

2022-06-13 13:47:26+04:00

ევროპის ფარული მარგალიტი, ადგილი რომელიც უნდა ნახოს ყველამ მთელი მსოფლიოდან - სწორედ ამ შეფასების მფლობელია, ჩვენი ქვეყნის ერთი ერთი მთავარი ტურისტული ლოკაცია და აღიარების კვალდაკვალ მოგვიახლოვდა ზაფხულის ტურისტული სეზონიც.

საინტერესოა როგორ ემზადება, მრავალფეროვანი შესაძლებლობების და ოთხი სეზონის ტურისტული პოტენციალის მქონე აჭარა, ზაფხულის სეზონისთვის. როგორია წლის განმავლობაში განხორციელებული, მიმდინარე თუ დაგეგმილი აქტივობები, რაზე კეთდება აქცენტი, როგორია გეგმა და მოლოდინები პანდემიამდელ პერიოდთთან მიმართებით ტურიზმის აღდგენის ნაწილში და რა დახვდებათ ახალი ადგილობრივ თუ საეთაშორისო ვიზიტორებს წელს ულამაზეს აჭარაში? - "ბიზნეს პალიტრას" კითხვებს ჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე პასუხობს