რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკისთან უკრაინიდან მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის საკითხზე მოლაპარაკებებს გეგმავს - Palitra News

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკისთან უკრაინიდან მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის საკითხზე მოლაპარაკებებს გეგმავს

2022-06-13 13:33:00+04:00

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკისთან უკრაინიდან მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის საკითხზე მოლაპარაკებებს გეგმავს. თურქეთის პრეზიდენტის, განცხადებით, სოფლის მეურნეობის პროდუქტების უკრაინიდან უსაფრთხოდ გატანის პროცესში თურქეთი არა მხოლოდ საკუთარი ინტერესების გამო, არამედ მესამე ქვეყნებისთვისაც მიიღებს მონაწილეობას.

აქვე გაგაცნობთ Bloomberg-ის ინფორმაციას, რომელიც წერს, რომ რუსეთში შექმნილი საიმპორტო „კოლაფსის“ მთავარი ბენეფიციარი ბელარუსია. რუსეთის მიმართულებით ბელარუსის ექსპორტი აპრილში ღირებულების თვალსაზრისით 100%-ზე მეტად გაიზარდა.

ამ მაჩვენებლით ბელარუსმა თავის ისტორიაში პირველად აჯობა გერმანიას, რომლის ეკონომიკაც, სააგენტოს შეფასებით, 60-ჯერ აღემატება ბელარუსის ეკონომიკას.

რუსეთის წყლებში საკონტეინერო გემების საშუალო რაოდენობა, 2021 წლის ნოემბრის პიკთან შედარებით, 60%-ით არის შემცირებული. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც რამდენიმე უმსხვილესმა ლოგისტიკურმა კორპორაციამ, რუსეთთან მუშაობაზე უარი განაცხადეს.