საქართველოში ახალი დაცული ტერიტორიები დაარსდება - Palitra News

საქართველოში ახალი დაცული ტერიტორიები დაარსდება

2022-06-13 13:31:50+04:00

საქართველოში ახალი დაცული ტერიტორიები დაარსდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკს შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა. რომლის მიხედვითაც დაცული ტერიტორიების სააგენტო, ახალი დაცული ტერიტორიების შექმნისა და განვითარებისთვის, მომდევნო 6 წლის განმავლობაში, 16 მილ იონ 250 ათასი ევროს ღირებულების გრანტს მიიღებს.

ასევე გათვალისწინებულია მართვის ეფექტიანობისა და ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის გაუმჯობესება, კონსერვაციის უზრუნველყოფა, პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება და ეკოტურიზმის განვითარება. გეტყვით, რომ საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობებს შორის ახალი საგრანტო ხელშეკრულება "ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში“ ჯამურად 24 მილიონ ევრომდე მოცულობის საგრანტო მხარდაჭერას ითვალისწინებს, ჩამონათვალშია აჭარის სატყეო სექტორის შესაძლებლობების გაძლიერებაც.