Sony - ერთ-ერთი უმსხვილესი იაპონური კომპანიაა საბაზრო კაპიტალიზაციით და საოპერაციო მოგებით, რომელიც 90 მილიარდ აშშ დოლარზე მეტად არის შეფასებული - Palitra News

Sony - ერთ-ერთი უმსხვილესი იაპონური კომპანიაა საბაზრო კაპიტალიზაციით და საოპერაციო მოგებით, რომელიც 90 მილიარდ აშშ დოლარზე მეტად არის შეფასებული

2022-06-13 13:02:29+04:00

რასთან ასოცირდება თქვენთვის იაპონია? პირველი რასაც მეხსიერება გთავაზობთ ალბათ არის საკურას აყვავებული ბაღები, ვაჟკაცი სამურაები, დახვეწილი იაპონური სამზარეულო და ანიმე, მაგრამ ამ ჩამონათვალში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია გასათვალისწინებელი - ამომავალი მზის ქვეყნის პროგრესულობა. რადგან სწორედ აქ ხდება სხვადასხვა დანიშნულების რობოტების, მოწინავე ავტომობილებისა და ტექნოლოგიების გენერირება და პრეზენტაცია. მათი ცხოვრების წესი მომავალი სამყაროს მაგალითს ჰგავს. თუმცა ცოტამ თუ იცის რომ თავის დროს იაპონიის ერთ-ერთი მთავარი ნოვატორი Akio Morita გახლდათ, რომელსაც დღეს ყველა იცნობს როგორც კომპანია Sony-ს თანადამფუძნებელს. დღევანდელ ჩვენს გადაცემაში მოგიყვებით ადამიანზე, რომელმაც შეძლო შეეცვალა სამყარო.

პროფესიით ფიზიკოსი, მორიტა მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიის საზღვაო ფლოტის ოფიცრად მსახურობდა. სამხედრო კვლევის კომიტეტში გაიცნო მასარუ იბუკაც, Masaru Ibuka რომელთან ერთად წამოიწყო შემდგომში, უზარმაზარი კორპორაცია. თანადამფუძნებლის აკიო მორიტას და მისი მემკვიდრეების ხედვით, კომპანია აგრესიულად გაფართოვდა ახალ ბიზნესში. ინტერნეტის საშუალებით ფილმის, მუსიკისა და ციფრული ელექტრონიკის გავრცელებით აფართოებდა მომხმარებელთა წრესაც. ეს გაფართოება არასახარბიელო და წამგებიანი აღმოჩნდა, რაც საფრთხეს უქმნიდა Sony-ს პროდუქციას ისევე როგორც მის ბრენდის სახელს.

Sony Corporation არის Sony Group-ის ელექტრონიკის ბიზნეს ერთეული. ის ძირითადად ახორციელებს კვლევას დაგეგმვას, დიზაინს, წარმოებას და მარკეტინგს ელექტრონიკის პროდუქტებისთვის. 2020 წლის ივლისის მდგომარეობით, Sony, ერთ-ერთი უმსხვილესი იაპონური კომპანია საბაზრო კაპიტალიზაციით და საოპერაციო მოგებით, შეფასდა $90 მილიარდზე მეტი. ამავე პერიოდში, იგი ასევე აღიარებული იყო ფულადი სახსრებით ყველაზე მდიდარ იაპონურ კომპანიად, მისი წმინდა ფულადი რეზერვებით 1,8 ტრილიონი ¥.

უზარმაზარი კორპორაცია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი დღეისთვის ათობით პროდუქტს ქმნის და 30-ზე მეტ ქვეყანაში არსებული საწარმოებით ავითარებს გლობალურ ბიზნესს.