"სტრატეგია აღმაშენებელმა" საქართველოს მასშტაბით 100-საათიანი ტური "ერთად ევროპისკენ" დაიწყო - Palitra News

"სტრატეგია აღმაშენებელმა" საქართველოს მასშტაბით 100-საათიანი ტური "ერთად ევროპისკენ" დაიწყო

2022-06-13 12:55:59+04:00

"სტრატეგია აღმაშენებელმა" 100 საათიანი ტურნე სახელწოდებით "ერთად ევროპისკენ" დაიწყო. პარტიის ლიდერები რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრების დროს ევროკავშირში გაწევრიანების მნიშნელობაზე ისაუბრებენ.

ტურნემ სტარტი თბილისში, „ვარდების რევოლუციის“ მოედნიდან აიღო და ერთი კვირის განმავლობაში ქვეყნის ყველა რეგიონს მოივლის.

პარტიის თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებით „ქართული ოცნებ“ ქვეყანას შესაძლებლობებს ხელიდან აცლის.