კოჯორში ახალგაზრდული ლეგიონის კურსდამთავრებულები დააჯილდოვეს - Palitra News

კოჯორში ახალგაზრდული ლეგიონის კურსდამთავრებულები დააჯილდოვეს

2022-06-13 12:30:27+04:00

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე კოჯორში იუნკერთა მემორიალთან იმყოფებოდნენ, სადაც ახალგაზრდული ლეგიონის კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დავით სუჯაშვილმა გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის წარმომადგენლებს სამხედრო საქმისადმი ინტერესის გამო მადლობა გადაუხადა.

მან განსაკუთრებული ყურადღება ქვეყნისთვის მოხალისეთა ორგანიზაციების მნიშვნელობასა და მათ მიმართ სახელმწიფოს მხარდაჭერას დაუთმო. ახალგაზრდებს სიტყვით ეროვნული გვარდიის მეთაურმაც მიმართა.