20 წლის ახალგაზრდა, რომელსაც ბათუმში, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი ნივთი დაეცა, ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე რჩება - Palitra News

20 წლის ახალგაზრდა, რომელსაც ბათუმში, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი ნივთი დაეცა, ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე რჩება

2022-06-13 11:02:37+04:00

ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე რჩება 20 წლის ახალგაზრდა, რომელსაც ბათუმში, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი ნივთი დაეცა. მას საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ოპერაცია თავის არეში ჩაუტარდა. ახალგაზრდას მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევა გუშინ მოხდა.

საქმეზე მოკვლევა ბათუმის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ დაიწყო.