ტრამპს ბრალი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ედება - Palitra News

ტრამპს ბრალი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ედება

2022-06-13 10:10:07+04:00

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე ღია მოსმენები დაიწყო.თითქმის ერთ წლიანი გამოძიების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენლობითი პალატაში საქმის პირველ მოსმენაზე სპეციალური საგამოძიებო კომიტეტის მიერ შედგენილი ანგარიში წარადგინეს.დონალდ ტრამპს ბრალი გადატრიალების მცდელობაში ედება. ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს, კომიტეტის წევრებს “პოლიტიკურ ბანდიტებს” უწოდებს.კაპიტოლოიმში ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები 2021 წლის იანვარს შეიჭრნენ, როდესაც კონგრესმენები ჯო ბაიდენის არჩევნებში გამარჯვების დასადასტურებლად შეხვედრას მართავდნენ.