„სუხიშვილების“ სტუმრობა ნიკოლაოს ციტირიდისის რეიტინგულ შოუში - Palitra News

„სუხიშვილების“ სტუმრობა ნიკოლაოს ციტირიდისის რეიტინგულ შოუში

2022-06-13 10:08:13+04:00

ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ გასტროლებისთვის საზღვარგარეთ გაემგზავრა – 17 დღის განმავლობაში ანსამბლის წევრები რამდენიმე ქვეყანას მოივლიან კონცერტებით, მათ შორისაა ხორვატია, ბულგარეთი, სერბეთი, რუმინეთი, მოლდოვა. ისინი ჯამში 11 კონცერტს გამართავენ, შემდეგ თბილისს დაუბრუნდებიან და 30 ივნისაა და 1-ელ ივლისს, მაყურებელთა თხოვნით, კონცერტებს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩაატარებენ.ახლახან „სუხიშვილების“ გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელიც ანსამბლის სტუმრობას ასახავს ერთ-ერთ მაღალრეიტინგულ შოუში, რომელიც ბერძენ ნიკოლაოს ციტირიდისს მიჰყავს.