„ჯერ ხომ ულამაზესი მამაკაცია და მერე, ისე წერს, ხალხი მის ლექსებს ხმამაღლა კითხულობს“ - სიმონიანი მედვედევზე - Palitra News

„ჯერ ხომ ულამაზესი მამაკაცია და მერე, ისე წერს, ხალხი მის ლექსებს ხმამაღლა კითხულობს“ - სიმონიანი მედვედევზე

2022-06-13 10:01:35+04:00

რუსული პროპაგანდისტული სამაუწყებლო არხის „რაშა თუდეის“ რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი ამჯერად სტატუსს ექსპრეზიდენტს, დიმიტრი მედვედევს უძღვნის: „ჯერ ხომ ულამაზესი მამაკაცია და მერე, ისე წერს, ხალხი მის ლექსებს ხმამაღლა კითხულობს. როგორც ბალზამი, გულს ისე ეფინება“ – წერს სიმონიანი.ჟურნალისტის ამ სტატუსს რუსი ფანების კომენტარები მოჰყვა, რომლებიც მედვედევს გამოთქმული მოსაზრებების გამო აქებენ. ყოფილი პრეზიდენტი პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში აქვეყნებს ვიდეოებს უკრაინაში მიმდინარე ომზე.