ფრანგული პრესის ინფორმაციით, პსჟ-ს ახალი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი იქნება - Palitra News

ფრანგული პრესის ინფორმაციით, პსჟ-ს ახალი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი იქნება

2022-06-13 09:50:15+04:00

ფრანგული პრესის ინფორმაციით, ზინედინ ზიდანს უახლოეს დღეებში პსჟ-ის მთავარ მწვრთნელად წარადგენენ. მის კონტრაქტში ჩადებული იქნება პუნქტი, რომლის მიხედვითაც, თუ ის შემოთავაზებაც საფრანგეთის ნაკრებიდანაც მიიღებს, მას ორივე პოსტის დაკავება შეეძლება.

ზიზუ პარიზელებთან 3 წლიან კონტრაქტს გააფორმებს, წელიწადში 25 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რითაც ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება. ზიდანი ბოლოს მადრიდის "რეალს" ავარჯიშებდა, საიდანაც 2021 წელს წავიდა და მას შემდეგ უმუშევარია.