საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონის ცენტრისტების ბლოკს და მემარცხენეების კოალიციას თითქმის იდენტური შედეგები აქვთ - Palitra News

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონის ცენტრისტების ბლოკს და მემარცხენეების კოალიციას თითქმის იდენტური შედეგები აქვთ

2022-06-13 09:15:44+04:00

წინასწარი გამოკითხვებით, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონის ბლოკს და ჟან-ლუკ მელანშონის მემარცხენე კოალიციას თანაბარი შედეგები აქვთ.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, მესამე ადგილზეა მარინ ლე პენის „ეროვნული კრება“.

საფრანგეთის პოლიტიკური პარტიები საკანონმდებლო ორგანოში 577 ადგილის დასაკავებლად იბრძვიან.

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 19 ივნისს გაიმართება.