Amnesty International–ის ინფორმაციით, რუსეთი ხარკოვს აკრძალული საბრძოლო მასალის გამოყენებით ესხმოდა თავს - Palitra News

Amnesty International–ის ინფორმაციით, რუსეთი ხარკოვს აკრძალული საბრძოლო მასალის გამოყენებით ესხმოდა თავს

2022-06-13 09:15:04+04:00

ორგანიზაცია "ამნესტი ინთერნეიშენალის" ინფორმაციით, რუსული ძალები უკრაინის ქალაქ ხარკოვზე თავდასხმას აკრძალული კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებით ახორციელებდა, რის შედეგადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მკვლევარებმა აპრილსა და მაისში 14 დღე გამოიკვლიეს, რომლის დროსაც ხარკოვში 41 თავდასხმა მოხდა, დაიღუპა მინიმუმ 62 მშვიდობიანი მოქალაქე. 196-ზე მეტი კი დაშავდა. მათ თავდასხმის ადგილებიც მოინახულეს და 160 ადამიანი გამოკითხეს, მათ შორის დაშავებულები, მსხვერპლის ნათესავები, მოწმეები და ექიმები.

ორგანიზაციის მკვლევარებმა მატერიალური მტკიცებულებები თავდასხმის ადგილებიდან, განსაკუთრებით საბრძოლო მასალის ფრაგმენტები შეაგროვეს და გააანალიზეს.