დავით გარეჯის საქმეზე არსებითი განხილვები დღეს განახლდება - Palitra News

დავით გარეჯის საქმეზე არსებითი განხილვები დღეს განახლდება

2022-06-13 09:10:41+04:00

რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, დავით გარეჯის საქმეზე არსებითი განხილვა დღეიდან გრძელდება. პროკურატურა ბრალდებულებს ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას საზღვრების დელიმიტაციის პროცესში საქართველოს ინტერესების საზიანო მოქმედებაში ადანაშაულებს.

ბრალდებულების უფლებადამცველებს მიაჩნიათ, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. აღნიშნული ქეისი პარალელურად, სტრასბურგშია გაგზავნილი.

პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით განახლდება.