13 ივნისის ტრაგედიიდან 7 წელი გავიდა - Palitra News

13 ივნისის ტრაგედიიდან 7 წელი გავიდა

2022-06-13 09:09:17+04:00

7 წელი 13 ივნისის უპრეცენდენტო მასშტაბის ტრაგედიიდან - 21 დაღუპული, ორი დაკარგული, ათასობით დაზარალებული.

2015 წელს ზუსტად ამ დღეს, საქართველოში მოსულმა სტიქიამ დედაქალაქსა და მის შემოგარენში საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა დააზიანა. დაიტბორა "მზიური" და ზოოპარკი, სადაც დაიღუპა სამი თანამშრომელი და დაიხოცა ბინადართა დიდი ნაწილი. სვანიძის ქუჩაზე კი წყალმოვარდნის შედეგად უსახლკაროდ დარჩა 24 ოჯახი. მხოლოდ ამ პატარა ქუჩაზე სტიქიამ 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მდინარე ვერეს ადიდება ბეთანიის გზაზე წარმოქმნილმა მძლავრმა მეწყერმა გამოიწვია.

მოხალისეებმა სტიქიის შედეგებთან გამკლავება ერთიანი ძალებით დაიწყეს. დაღუპულებს დღეს დედაქალაქში 13 ივნისის მემორიალთან გაიხსენებენ.