კანადამ 400 მილიონ დოლარაზე მეტი ღირებულების რუსული აქტივები და ტრანზაქციები გაყინა და დაბლოკა - Palitra News

კანადამ 400 მილიონ დოლარაზე მეტი ღირებულების რუსული აქტივები და ტრანზაქციები გაყინა და დაბლოკა

2022-06-13 08:09:14+04:00

კანადის პოლიციის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან 7 ივნისამდე, კანადაში 123 მილიონი კანადური დოლარის რუსული აქტივები გაიყინა და 289 მილიონი კანადური დოლარის ღირებულების ტრანზაქციები დაიბლოკა.

24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, კანადამ სანქციები დაუწესა 1 000-ზე მეტ ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელარუსიდან.

აპრილში ოტავამ განაცხადა, რომ შეცვლიდა სანქციებთან დაკავშირებულ კანონს, რათა დაყადაღებული და სანქცირებული უცხოური აქტივები ომისგან დაზარალებული პირებისთვის კომპენსაციის გადახდასა და უკრაინის აღდგენას მოხმარდეს.