საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტი გაუძვირდა - სად რამდენად ვყიდულობთ დენს - Palitra News

საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტი გაუძვირდა - სად რამდენად ვყიდულობთ დენს

2022-06-13 08:06:55+04:00

საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტი გაუძვირდა. კერძოდ, თუ 2021 წლის აპრილში ქვეყანამ ერთი კვტ/სთ დენი საშუალოდ 6 ცენტად იყიდა, წელს აპრილში გადახდილი თანხის მოცულობამ 7 ცენტი შეადგინა.

საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკოს) სტატისტიკის მიხედვით 2021 წლის აპრილში საქართველომ აზერბაიჯანში, რუსეთსა და თურქეთში ჯამში 259.600 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია იყიდა, საიდანაც 170.643 მლნ კვტ/სთ ოკუპირებულ აფხაზეთს მიეწოდა.

დარჩენილი 88.957 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია 4,397 მლნ დოლარი დაჯდა, კილოვატის საშუალო ღირებულება კი 5 ცენტი იყო.

2022 წლის აპრილს, საქართველომ 70.611 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია იყიდა, ჯამში 4,275 მლნ დოლარის ღირებულების, რომლის საშუალო ფასი კი 6 ცენტი იყო.

მიმდინარე წელს შესყიდული ელექტროენერგიის უდიდესი წილი რუსეთზე მოდის, კერძოდ 2022 წლის აპრილში საქართველომ რუსეთში 69,803 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია იყიდა.