განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს სადაც თსუ-ში პროტესტის გამოხატვის ფორმებს გმობს. - Palitra News

განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს სადაც თსუ-ში პროტესტის გამოხატვის ფორმებს გმობს.

2022-06-12 16:58:28+04:00

.განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმიანება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 10 ივნისს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სამინისტროსთვის „მიუღებელია ყოველგვარი ძალადობრივი ქმედება და შესაბამისად, გმობს პროტესტის გამოხატვის იმ ძალადობრივ ფორმებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა 10 ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“.

განცხადებაში ვკითხულობთ რომ

სამინისტრო პატივს სცემს თითოეული სტუდენტის გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა პროტესტის ძალადობრივი ფორმა დაუშვებელია.

მათივე თქმით ყველა გამოწვევის დაძლევა აკადემიური სასწავლო სივრცისა და საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის შესაბამის ფორმატში მოხდება.

ცნობისთვის, თსუ-ს სტუდენტების პროტესტი უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება. სტუდენტების ერთ-ერთი მოთხოვნაა ფინალური გამოცდების დისტანციურად ჩატარება და საერთო საცხოვრებლის აშენებაა.