პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების პირადი მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის სხვა პირთათვის შესაძლო ხელმისაწვდომობის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს - Palitra News

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების პირადი მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის სხვა პირთათვის შესაძლო ხელმისაწვდომობის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს

2022-06-12 14:01:25+04:00

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების პირადი მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის სხვა პირებთათვის შესაძლო ხელმისაწვდომობის თაობაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამსახურმა საქმის შესწავლა დაიწყო.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აღნიშნავს, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მისმა დარღვევამ, უფლებაში გაუმართლებელმა ჩარევამ ან მონაცემების უსაფრთხოების უგულებელყოფამ შესაძლებელია მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს მონაცემთა სუბიექტებს.

„2022 წლის 11 ივნისს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების პირადი მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის სხვა პირებთათვის შესაძლო ხელმისაწვდომობის თაობაზე.