რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სოფელ ზარდიანთკართან უკანონო ბორდერიზაციის სამუშაოები განახორციელეს - Palitra News

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სოფელ ზარდიანთკართან უკანონო ბორდერიზაციის სამუშაოები განახორციელეს

2022-06-12 13:27:11+04:00

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, სოფელ ზარდიანთკართან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო ბორდერიზაციის სამუშაოები განახორციელეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

„უკანონო ბორდერიზაციას ზართიანთკარის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰქონდა ადგილი. ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი“, - განაცხადეს უწყებაში.