ოლაფ შოლცი კიევში ჩასვლას გეგმავს - Palitra News

ოლაფ შოლცი კიევში ჩასვლას გეგმავს

2022-06-12 12:03:56+04:00

.გერმანული გაზეთი Bild am Sonntag-ის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი კიევში ჩასვლას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას "დოიჩე ველე" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მოსალოდნელი ვიზიტი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისთან ერთად შედგება. მათივე ცნობით, გერმანიის მთავრობას აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია და ამის შესახებ Bild-მა ინფორმაცია უკრაინისა და საფრანგეთის სამთავრობო წრეებიდან მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტი სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს, "დიდი შვიდეულის" სამიტამდე იქნება.