უკრაინელი სამხედროები ხერსონის ოლქში კონტრშეტევას სამი მიმართულებით ახორციელებენ - Palitra News

უკრაინელი სამხედროები ხერსონის ოლქში კონტრშეტევას სამი მიმართულებით ახორციელებენ

2022-06-11 20:20:58+04:00

უკრაინის ძალები ხერსონის ოლქში კონტრშეტევას კისელევკას, სოლდაცკოესა და ალექსანდროვკას მიმართულებებით ახორციელებენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ხერსონის ქალაქის საკრებულოზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა სოფელი ტავრისკოე დაიბრუნეს და ის ახლა მთლიანად უკრაინის კონტროლს ექვემდებარება.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინულმა თვითმფრინავებმა ხერსონის ოლქის ხუთ დასახლებაში მტრის საყრდენ პუნქტებსა და საწყობებს დაარტყეს. გუშინვე, ავიადარტყმების და სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფების მიერ საცეცხლე ამოცანების შესრულების შედეგად განადგურდა 33 ოკუპანტი, „გრადის“ ტიპის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, რამდენიმე ჯავშანმანქანა და საბრძოლო მასალების 3 საცავი.