იაგო ხვიჩიას, პრემიერის განცხადებებიდან გამომდინარე, შთაბეჭდილება რჩება, რომ "ქართული ოცნება" ევროპელი პარტნიორების გაბრაზებას ცდილობს - Palitra News

იაგო ხვიჩიას, პრემიერის განცხადებებიდან გამომდინარე, შთაბეჭდილება რჩება, რომ "ქართული ოცნება" ევროპელი პარტნიორების გაბრაზებას ცდილობს

2022-06-11 18:09:14+04:00

"გირჩის" ლიდერს, იაგო ხვიჩიას, პრემიერ- მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებიდან გამომდინარე, შთაბეჭდილება რჩება, რომ "ქართული ოცნება" ევროპელი პარტნიორების გაბრაზებას ცდილობს. როგოც ხვიჩია ამბობს, მმართველი პარტიის ამ ქმედებებმა და განცხადებებმა, საქართველოს შესაძლოა ის ისტორიული შანსი დააკარგინოს, რომლის ხელიდან გაშვებაც არ შეიძლება.