ფოთში პროექტი „დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე“ დასრულდა - Palitra News

ფოთში პროექტი „დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე“ დასრულდა

2022-06-11 18:00:09+04:00

ფოთში პროექტი „დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე“ დასრულდა. პროექტის მონაწილეებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. ორთვიანი პროექტის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილმა 50 მოზარდმა შემეცნებითი და გასართობი ტრენინგები გაიარა. პედაგოგების დახმარებით ბავშვები სხვადასხვა უნარ-ჩვევებს დაეუფლნენ. ღონისძიება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მხარდაჭერით განხორციელდა.