რა ვითარებაა ამ დროსითვის უკრაინაში? - უახლესი ინფორმაცია - Palitra News

რა ვითარებაა ამ დროსითვის უკრაინაში? - უახლესი ინფორმაცია

2022-06-11 17:58:49+04:00

უკრაინაში ომის 108-ე დღეა. რუსული ძალები უკრაინელი სამხედროების შესაკავებლად ავიაციასა და არტილერიას ოთხი მიმართულებით იყენებენ. ბახმუტის მიმართულებით ოკუპანტები ნიკოლაევკისა და კამიშევახას წინააღმდეგ შეტევის განხორციელების მიზნით გადაჯგუფდნენ. ავდიივკას, კურახოვოს, ნოვოპავლოვსკის და ზაპორიჟიეს მიმართულებებით რუსეთი აქტიურად იყენებს ავიაციას და არტილერიას ჯარების დასამაგრებლად და სხვა მიმართულებებით რეზერვების გადაყვანის თავიდან ასაცილებლად. უკრაინელმა ჯარისკაცებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, დონეცკსა და ლუგანსკში მტრის 14 შეტევა მოიგერიეს. გაანადგურეს რუსების 4 ტანკი, 2 საარტილერიო სისტემა, 11 ჯავშანმანქანა, 3 საავტომობილო ტექნიკა და საბრძოლო მასალის საწყობი. საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი „ორლან-10“ ჩამოაგდეს.