საფრანგეთი მზადაა, ოდესის პორტის განბლოკვის ოპერაციაში მონაწილეობა მიიღოს - Palitra News

საფრანგეთი მზადაა, ოდესის პორტის განბლოკვის ოპერაციაში მონაწილეობა მიიღოს

2022-06-11 17:56:42+04:00

საფრანგეთი მზად არის, შეუერთდეს ოპერაციას, რომლის მიზანი უკრაინის შავი ზღვის ოდესის პორტზე უსაფრთხო წვდომის უზრუნველყოფაა, - France24-ის ინფორმაციით, ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მრჩეველმა განაცხადა. ჩვენ ვართ მხარეების განკარგულებაში, რომ განხორციელდეს ოპერაცია, რომელიც ოდესის პორტზე სრულიად უსაფრთხო წვდომას უზრუნველყოფს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გემების გავლის საშუალებას უზრუნველყოფს, მიუხედავად იმისა, რომ ზღვა დანაღმულია - განაცხადა მრჩეველმა. რუსეთი მიერ ოდესის პორტის ბლოკირების გამო, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი შეჩერებულია, რაც სურსათის გლობალური დეფიციტის რისკს ქმნის.