თბილისში 20 ივნისს მარში სახელწოდებით „შინ ევროპისკენ“ იგეგმება - Palitra News

თბილისში 20 ივნისს მარში სახელწოდებით „შინ ევროპისკენ“ იგეგმება

2022-06-11 17:53:33+04:00

მარში ევროპისთვის - ქვეყნის მთავარ გამზირზე 20 ივნისს ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ დააფიქსირებს საკუთარ ურყევ პოზიციას, რომ ქვეყნის თავისუფლება და განვითარება ევროპულ ინტეგრაციაზე გადის. პარლამენტის წინ ელოდებიან ყველას, განურჩევლად იმისა, თუ ვინ რომელ პარტიას უჭერს მხარს. ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციას უერთდება ოპოზიციაც, თუმცა მათი ერთი ნაწილი აქციას სკეპტიკურად უყურებს.