ისე ნუ წარმოვაჩენთ, რომ რაღაცას ვმათხოვრობთ და ვინმეს ვეხვეწებით - არაფერს დაუმსახურებელს არ ვითხოვთ! - პრემიერი ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე - Palitra News

ისე ნუ წარმოვაჩენთ, რომ რაღაცას ვმათხოვრობთ და ვინმეს ვეხვეწებით - არაფერს დაუმსახურებელს არ ვითხოვთ! - პრემიერი ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე

2022-06-11 17:46:07+04:00

პრემიერ მინისტრი ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელოდება და მისი სიტყვებით რომ ვთქვათ თუკი გადაწყვეტილება უსამართლო და ქვეყნისთვის შეურაცმყოფელი იქნება ის ყველაფრისთვის ფარდის ახდას და ხალხთან საუბარს გეგმავს. როგორც მთავრობის მეთაური ამბობს ისე არ უნდა წარმოვაჩინოთ თითქოს ქვეყანა ვინმეს ემათხოვრება და ეხვეწება, რადგა საქართველო უკრაინას, მოლდოვას და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ყველა პარამეტრით უსწრებს, მათ შორის, ასოცირების შეთანხმების შესრულებით, რომელიც 45%-ით არის შესრულებული.