ავსტრიის კანცლერი უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის პირობას აყენებს - Palitra News

ავსტრიის კანცლერი უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის პირობას აყენებს

2022-06-11 12:37:09+04:00

ავსტრიის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინას უნდა მიენიჭოს იმ პირობით, თუ ეს სტატუსი ამავდროულად სხვა პრეტენდენტებსაც მიენიჭებათ - დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს და მოლდოვას. მანვე კომენტარი გააკეთა კითხვაზე, რომელიც ეხებოდა რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებს და აღნიშნა, რომ ომის შეწყვეტისთვის აუცილებელია საუბარი ყველასთან, ვინც ომში მონაწილეობს.