9 ქვეყნის ლიდერებმა ნატო-ს მიმართეს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, აღმოსავლეთ ფლანგი გააძლიეროს - Palitra News

9 ქვეყნის ლიდერებმა ნატო-ს მიმართეს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, აღმოსავლეთ ფლანგი გააძლიეროს

2022-06-11 12:34:50+04:00

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ცხრა ქვეყნის ლიდერმა ნატო-ს სთხოვა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, თავისი აღმოსავლეთი ფლანგი გააძლიეროს. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება. მედიის ინფორმაციით, ბულგარეთის, ჩეხეთის რესპუბლიკის, ესტონეთის, უნგრეთის, ლატვიის, ლიეტუვას, პოლონეთის, რუმინეთისა და სლოვაკეთის ლიდერები რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, ნატო-ს სამიტამდე 3 კვირით ადრე შეხვდნენ. რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა შეხვედრა თანათავმჯდომარესა და პოლონელ კოლეგა, ანჯეი დუდასთან ერთად გახსნა. ბუქარესტში წარმოდგენილი 9 ქვეყნის ლიდერები ასევე აპირებენ, რომ ნატო-ს "დაუცველ პარტნიორებზე" რუსეთის შეჭრის გავლენა განიხილონ, მათ შორის, მოლდოვასა და საქართველოს უსაფრთხოების შესახებ.