საპარამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდნენ - Palitra News

საპარამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდნენ

2022-06-11 12:26:26+04:00

საპარამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის მოადგილეს, კარა მაკდონალდს შეხვდნენ. ოპოზიციონერების განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას. მათ ასევე ისაუბრებს იმ რეფორმებსა და გამოწვევებზე, რომელიც საქართელოს აქვს. კარა მაკდონალდი ასევე შეხვდა ხელისუფლების წარმომადგენლებსაც.