ბრიუსელიდან მინდოდა საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ჩასვლა, თუმცა კიდევ ერთი უარი მივიღე: თურმე მთავრობამ ყველაფერი უკვე გააკეთა - ვბრუნდები საქართველოში და იქ დავიცავ ქვეყნის მომავალს - პრეზიდენტი - Palitra News

ბრიუსელიდან მინდოდა საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ჩასვლა, თუმცა კიდევ ერთი უარი მივიღე: თურმე მთავრობამ ყველაფერი უკვე გააკეთა - ვბრუნდები საქართველოში და იქ დავიცავ ქვეყნის მომავალს - პრეზიდენტი

2022-06-10 17:44:56+04:00

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ბრიუსელის შემდეგ ვიზიტის განხორციელება კიდევ რამდენიმე ქვეყანაში სურდა, თუმცა მთავრობისგან უარი მიიღო, რის გამოც ბრიუსელიდან თბილისში დაბრუნება უწევს.

როგორც პრეზიდენტი აცხადებს, საქართველოს პოზიციების დასაცავად გეგმავდა საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ჩასვლას, თუმცა მთავრობისგან მიიღო პასუხი, რომ „უკვე ყველაფერი გააკეთეს“.