ევროკავშირის პერსპექტივა და ევროპარლამენტში გამართული დებატები გახდა კამათის მთავარი თემა დღეს თბილისის საკრებულოს სხდომაზე - Palitra News

ევროკავშირის პერსპექტივა და ევროპარლამენტში გამართული დებატები გახდა კამათის მთავარი თემა დღეს თბილისის საკრებულოს სხდომაზე

2022-06-10 17:06:24+04:00

ევროკავშირის პერსპექტივასა და ევროპარლამენტში გამართული დებატების შესახებ საკრებულოს სხდომაზე იკამათეს. რიგგარეშე სხდომა პოლიტიკური განცხადებებით დაიწყო, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის ისმოდა ურთიერთბრალდებებიც.

ოპოზიცია მმართველი გუნდის მისამართით აცხადებს, რომ ქვეყნის ევროპულ გზაზე "ქართული ოცნების" წვერები ბევრ დაბრკოლებას ქმნიან, რაც ევროდეპუტატების განცხადებებში ჩანს.