გიგა ბოკერია კოპენჰაგენში დემოკრატიის რიგით მე-5 სამიტს დაესწრო - Palitra News

გიგა ბოკერია კოპენჰაგენში დემოკრატიის რიგით მე-5 სამიტს დაესწრო

2022-06-10 16:09:07+04:00

ევროპული საქართველოს თავმდჯომარე, გიგა ბოკერია კოპენჰაგენში დემოკრატიის რიგით მე-5 სამიტს დაესწრო. წლევანდელი სამიტზე ყურადღება ავტორიტარული ძალების შეკავებზე, მძლავრი დემოკრატიული ალიანსების შენებასა და პუტინის აგრესიის პირისპირ უკრაინის დახმარებაზე გამახვილდა.

სხვადასხვა პანელს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ლიეტუვის პრემიერმინისტრი ინგრიდა შიმონიტე, ევროპის პარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა, დანიის ყოფილი პრემიერმინისტრი და ნატოს მე-12 გენერალური მდივანი ანდერს ფონ რასმუსენი გაუძღვნენ.