"საზოგადოება და ბანკები" - საქართველოში შინამეურნეობების ხარჯების დაახლოებით 50% პირველადი მოხმარების საქონელზე მოდის - Palitra News

"საზოგადოება და ბანკები" - საქართველოში შინამეურნეობების ხარჯების დაახლოებით 50% პირველადი მოხმარების საქონელზე მოდის

2022-06-10 13:45:38+04:00

საქართველოში შინამეურნეობების ხარჯების დაახლოებით 50% პირველადი მოხმარების საქონელზე მოდის - ამის შესახებ აღნიშნულია „საზოგადოება და ბანკების“ მიერ ჩატარებულ კვლევაში.

აღსანიშნავია, რომ ამ პროდუქციის თითქმის ნახევარი იმპორტირებულია. ბოლო წლებში, სოფლის მეურნეობის სექტორში განხორციელებული სუბსიდიების მიუხედავად, რეალური წარმოება ძალიან მცირე ტემპით იზრდება და ქვეყანაში პრობლემებია საკვების ადგილობრივი წარმოების თვალსაზრისით.

მიმოხილვის შედეგად ირკვევა, რომ პირველადი მოხმარების საქონლის ბაზარზე მაღალი კონკურენციაა. აქ წარმოდგენილია 50-ზე მეტი მსხვილი იმპორტიორ/დისტრიბუტორი და რითეილერი. კვლევის ფარგლებში ჩატარებულმა რითეილერთა გამოკითხვამ აჩვენა, რომ დღეისათვის ყველაზე მწვავე პრობლემები არის გაცვლითი კურსი, მაღალი ინფლაცია და გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები. მოვისმინით კვლევის ავტორების შეფასებები