საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინფლაციის შესახებ პროგოზი გამოაქვეყნა - Palitra News

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინფლაციის შესახებ პროგოზი გამოაქვეყნა

2022-06-10 13:45:00+04:00

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინფლაციის შესახებ პროგოზი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ფასების ზრდის ტემპი თავის მიზნობრივ დონეს, ანუ 3%-იან ნიშნულს 2023 წლამდე ვერ დაუბრუნდება. ეროვნული ბანკი ამ ყველაფრის მიზეზად საერთაშორისო მასშტაბით სხვადასხვა ნედლეულზე გაზრდილ ფასებს ასახელებს. ამ ყველაფერს ემატება ლოჯისტიკური მომსახურების გაძვირებაც, რაც ინფლაციაზე დამატებით წნეხს წარმოადგენს. შესაბამისად, ინფლაცია შემცირებას 2023 წლიდან დაიწყებს.

თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ინფლაციის შემცირება არ ნიშნავს ქვეყანაში სხვადასხვა საქონელსა და მომსახურებაზე ფასების შემცირებას. პროდუქციაზე ფასები მაინც გაიზრდება, თუმცა შედარებით დაბალი ტემპებით.

შეგახსენებთ, რომ საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის მაისში ინფლაციის დონემ საქართველოში 13.3% შეადგინა.