ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-14 გამოფენა გაიხსნა - Palitra News

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-14 გამოფენა გაიხსნა

2022-06-10 13:15:44+04:00

საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების რიგით მე-14 გამოფენა დაიწყო. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილები არიან არამხოლოდ ღვინის მწარმოებელი კომპანიები, არამედ შესაფუთი, მანქანა-დანადგარებისა და სერვისის მიმწოდებელი კომპანიებიც.

ფორუმზე მოწვეულები არიან იმპორტიორები ჰოლანდიიდან, იაპონიიდან და პოლონეთიდან. ღონისძიება სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით იმართება, რომელიც სამი დღე გაგრძელდება.