თეა ახვლედიანმა ახმეტის მუნიციპალიტეტში შეხვედრა გამართა - Palitra News

თეა ახვლედიანმა ახმეტის მუნიციპალიტეტში შეხვედრა გამართა

2022-06-10 11:08:56+04:00

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი კახეთის რეგიონის ახმეტის მუნიციპალიტეტში ჩავიდა. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში თეა ახვლედიანმა ქალაქ ახმეტაში „ქალთა ოთახის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, სადაც, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებების განხორციელების მიმდინარეობაზე ისაუბრა.

სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა ამ პროცესში ქალთა აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას, რაც მათ გაძლიერებას და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ჩართულობის გაზრდას უკავშირდება.