"ჯონი დეპის სასამართლო პროცესის დროს კამილას პროფესიონალიზმმა ყველას დაუმტკიცა, რომ კარიერაში მას შემდეგი ნაბიჯის გადადგმა უკვე შეუძლია", — ამბობს Brown Rudnick თავმჯდომარე. ამ ფაქტზე თავად კამილა აცხადებს, რომ ფირმის მხრიდან მისთვის სრული ნდობის გამოცხადებით მოხარულია.კამილა ვასკესი Brown Rudnick-ს 2018 წლიდან შეუერთდა და მისი ძირითადი მიმართულება ცილისწამებასთან დაკავშირებულ საქმეებსა და სარჩელებს ეხება. Brown Rudnick-ში მისვლამდე კამილა ვასკესი კიდევ ერთ ცნობილ ამერიკულ იურიდიულ ფირმაში, სახელად Manatt, Phelps & Phillips-ში, მუშაობდა.შეგახსენებთ, რომ ჯონი დეპმა ყოფილ ცოლს, ამბერ ჰერდს ცილისწამებისთვის უჩივლა და ზიანის ასანაზღაურებლად $50 მილიონი მოითხოვა. ჰერდმა 2018 წელს The Washington Post-ში გამოაქვეყნა ოპ-ედი, სადაც განაცხადა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი იყო. ამბერს ტექსტში ყოფილი ქმრის სახელი არ უხსენებია, თუმცა დეპის სარჩელში აღნიშნულია, რომ ოპ-ედი სწორედ მას ეხებოდა, რის გამოც მისი კარიერა დაზიანდა და როლები დაკარგა.ჯონი დეპმა ამბერ ჰერდის წინააღმდეგ სასამართლო მოიგო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დეპისთვის ზარალის ასანაზღაურებლად ამბერ ჰერდს $10,4 მილიონის გადახდა დააკისრა, ხოლო ჯონი დეპს ამბერ ჰერდისთვის ზარალის ასანაზღაურებლად კი $2 მილიონის გადახდა დაევალა. ამბერ ჰერდის ადვოკატი კი აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.