ოფიციალურად - ჯენარო გატუზო "ვალენსიას" მთავარი მწვრთნელია - Palitra News

ოფიციალურად - ჯენარო გატუზო "ვალენსიას" მთავარი მწვრთნელია

2022-06-10 10:28:43+04:00

ესპანურმა "ვალენსიამ" ახალი მთავარი მწვრთნელი ოფიციალურად წარადგინა - "ღამურებს" ჯენარო გატუზო უხელმძღვანელებს. გიორგი მამარდაშვილის კლუბი მწვრთნელის გარეშე მას შემდეგ დარჩა, რაც ხოსე ბორდალასი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

სავარაუდოდ, ვალენსიას ერთ-ერთი გოლკიპერი იასპერ სილესენი გუნდს დატოვებს, გავრცელებული ინფორმაციით კი, იტალიელ სპეციალისტს ახალ გუნდში ყოფილი შეგირდის, "ნაპოლის" მეკარის, დავიდ ოსპინას მიყვანა სურს. ჯენარო გატუზომ სამწვრთნელო კარიერა 2013 წელს შვეიცარიულ "სიონში" დაიწყო, ბოლო წლებში კი "მილანსა" და "ნაპოლის" თავკაცობდა.