საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია გასვლაზე, 0-3 გაანადგურა - Palitra News

საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია გასვლაზე, 0-3 გაანადგურა

2022-06-10 10:27:34+04:00

ერთა ლიგის მესამე ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული გუნდა 3:0 დაამარცხა. ვილი სანიოლმა ბულგარეთთან 5:2 მოგებული მატჩის შემდეგ შემადგენლობაში ორი ცვლილება განახორციელა - გუნდს აზარო ის ნაცვლად გიორგი წიტაიშვილი დაუბრუნდა, ხოლო ფრანგმა სპეციალისტმა გიორგი ლორია სკამზე დატოვა და კარში ვალენსიას 21 წლის გოლკიპერი გიორგი მამარდაშვილი დააყენა.

გუნდებმა თამაში ფრთხილად დაიწყეს, თუმცა პირველ ტაიმში უფრო მეტად ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდი აქტიურობდა. ნაკლებად სანახაობრივი პირველი ნახევარი 0:0 დასრულდა. მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო. 52-ე წუთზე კი ჩვენ გუნდმა ანგარიში გახსნა - ხოჭოლავამ, წიტაიშვილი მოძებნა, მის ჩაწოდებულს კი ფეხი ბუდუ ზივზივაძემ დაუხვედრა.

მეორე გოლი 62-ე წუთზე გავიდა. შეცვლაზე შესულმა კიტეიშვილმა ბურთი კვარაცხელიას გადააწოდა, რომელმაც ცრუმოძრაობით მეტოქე ჩამოიშორა და მისი შორეული დარტყმული ძელის დახმარებით გოლად იქცა. შეხვედრის ბოლო ბურთი 84 წუთზე კვეკვესკირის ჯარიმიდან ჩაწოდების შემდეგ კიტეიშვილმა შეაგდო და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგაზე სამი ტურის შემდეგ სამი გამარჯვება აქვს და ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს.

ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდი მომდევნო მატჩს "დინამო არენაზე" ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 20:00 საათზს დაიწყება.