კრწანისის რაიონში N71-ე საბავშვო ბაგა-ბაღის ავარიული შენობის გამაგრება მიმდინარეობს - Palitra News

კრწანისის რაიონში N71-ე საბავშვო ბაგა-ბაღის ავარიული შენობის გამაგრება მიმდინარეობს

2022-06-10 09:32:05+04:00

კრწანისის რაიონში N71-ე საბავშვო ბაგა-ბაღის ავარიული შენობის გამაგრება მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში გამაგრდება შენობის ავარიული ნაწილი, სრულად შეიცვლება სახურავი, ჩატარდება შიდა რემონტი და მოხდება შენობის ადაპტირება შშმ პირთსათვის. ასევე, დაგეგმილია სათამაშო მოედნების, ატრაქციონებისა და მინი-ავტოქალაქის მოწყობა.