ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი დონეცკში სამი უცხოელისთვის გამოტანილ სიკვდილით დასჯის განაჩენზე - სიკვდილით დასჯა წარმოადგენს არაადამიანურ მოპყრობას, მისი ადგილი ევროპის კონტინენტზე არ არის - Palitra News

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი დონეცკში სამი უცხოელისთვის გამოტანილ სიკვდილით დასჯის განაჩენზე - სიკვდილით დასჯა წარმოადგენს არაადამიანურ მოპყრობას, მისი ადგილი ევროპის კონტინენტზე არ არის

2022-06-10 09:31:35+04:00

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ე.წ. სასამართლოს მიერ სამი უცხოელისთვის გამოტანილ სიკვდილით დასჯის განაჩენს ეხმიანება და აცხადებს, რომ ასეთი ფაქტის ადგილი ევროპის კონტინენტზე არ არის. მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი ევროპის საბჭოს სახელით ოკუპანტებს მოუწოდებს, დაიცვან ადამიანის უფლებების საერთო ევროპული პრინციპები.