ომის 107-ე დღე - როგორი იყო გასული ღამე უკრაინისთვის? - Palitra News

ომის 107-ე დღე - როგორი იყო გასული ღამე უკრაინისთვის?

2022-06-10 09:29:50+04:00

უკრაინაში ომის 107-ე დღეა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველ, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინელები დღეში 100-დან 200-მდე მებრძოლს კარგავენ. მისი თქმით, ამის მიზეზი რუსეთის მნიშვნელოვანი უპირატესობაა, რომელსაც მოსკოვი საარტილერიო ცეცხლის შესაძლებლობებში ფლობს.

პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინა მიაღწევს პარიტეტს, თუ დასავლეთისგან მიიღებს 150-300 ერთეულ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას. ასეთ შემთხვევაში, პოდოლიაკის თქმით, უკრაინა ეფექტურად შეძლებს ტერიტორიების გათავისუფლებას.