საქართველოს საკანონმდებლო ორგანოდან უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნის პროცესი გრძელდება. პარლამენტის უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ საკუთარი დანაზოგიდან თანხა შეაგროვეს და უკრაინაში გასაგზავნად საჭირო ნივთები შეიძინეს. მათივე თქმით, უკრაინელი ხალხის გვერდში დგომა მომავალშიც გაგრძელდება.