ნიკოლოზ სამხარაძე მიიჩნევს, რომ რეზოლუცია მითქმა-მოთქმებსა და ჭორებს ეყრდნობა - Palitra News

ნიკოლოზ სამხარაძე მიიჩნევს, რომ რეზოლუცია მითქმა-მოთქმებსა და ჭორებს ეყრდნობა

2022-06-10 09:15:52+04:00

მმართველ გუნდში კი ოპოზიციისგან განსხვავებული პოზიციები ისმის. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე მიიჩნევს, რომ რეზოლუციაში ბევრი ფაქტობრივი უზუსტობაა. მისი თქმით, რეზოლუცია მითქმა-მოთქმებსა და ჭორებს ეყრდნობა.

სამხარაძის აზრით ის, რომ რეზოლუციას მხარი ქართული ოცნების ოპონენტმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა დაუჭირეს ყველაფერს ამბობს, ის საზოგადოებაში ვნებათაღელვას არ გამოიწვევს და პოლიტიკურ პროცესებზე გავლენა არ ექნება.