ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია მმართველი გუნდისა და ოპოზიციისთვის მორიგი განხილვისა და ურთიერთბრალდებების საგანი გახდა - Palitra News

ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია მმართველი გუნდისა და ოპოზიციისთვის მორიგი განხილვისა და ურთიერთბრალდებების საგანი გახდა

2022-06-10 09:15:18+04:00

ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია მმართველი გუნდისა და ოპოზიციისთვის მორიგი განხილვისა და ურთიერთბრალდებების საგანი გახდა. ევროპარლამენტარების მწვავე გამოსვლებმა და შემდეგ უკვე საერთო რეზოლუციის ტექსტმა პოლიტიკური სპექტრის ნაწილს სიმწვავის განცდა დაუტოვა.

ოპოზიციური სპექტრის ნაწილი ფიქრობს რომ რეზოლუციასა და ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესების მოთხოვნის გაჟღერებას გარკვეული გავლენა პოლიტიკურ პროცესებზეც ექნება. მათი აზრით, "ქართული ოცნება" იზოლირებულია, ქვეყნის შიგნით და გარეთ მათ მხარდაჭერა აღარ აქვთ, რაც იმის წინაპირობაა რომ ქართული ოცნების პირობებში ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი.

ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ რეზოლუცია ხელისუფლების ცვლილების ინდიკატორია