ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოხმაურება მოჰყვა მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში. ირაკლი კობახიძის შეფასებით , ევროპარლამენტარები ე.წ ფეიკის მსხვერპლები არიან და ქართული ოპოზიციის ნაწილმა ისინი შეცდომაში შეიყვანა. ქართული ოცნების თავმჯდომარე ამბობს რომ ეს შეიძლება მინიშნება იყოს რომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს არ მისცემენ. რაც შეეხება ოპოზიციას, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ამბობს, რომ ის რაც საქართველოში ხდება უარყოფს ევროპულ ღირებულებებს.